Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა "Youth of Excellence Scheme of China program” 2026-2027

პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას.

სწავლის ხანგრძლივობა, ძირითადად, 12 თვეს შეადგენს, ხოლო გარკვეული პროგრამები ითვალისწინებს „1+1“ მოდელს, რომელიც აერთიანებს ჩინეთში სწავლას და პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში.

პროგრამა ითვალისწინებს სრულ სტიპენდიას, რაც გულისხმობს სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.

 

განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემის (Chinese Government Scholarship System) მეშვეობით 2026 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე (GMT+8).

დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ თანდართული დოკუმენტი

თარიღი: 21/01/2026